ტილ ლინდერმანი შეიძება სასამართლოს წინაშე წარსდგეს. Deutsche Welle–ს ცნობით, მიუნხენში არსებული სასტუმროს Bayerischer Hof ბარში, Rammstein–ის კონცერტის შემდეგ, ჯგფის სოლისტი ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა. ქალი სახელად ლანა, ბარის სტუმარმა მეძავად ჩათვალა და უთხრა: “მე ორჯერ მეტს გადაგიხდი”. ტილ ლინდერმანმა მამაკაცს ბოდიშის მოხდა სთხოვა, თუმცა მიიღო რა უარი, მამაკაცს სახეში მუშტი დაარტყა. დაზარალებულმა საავადმყოფოს და პოლიციას მიმართა.