„ტკივილი და დიდება“ კანის კინოფესტივალზე პედრო ალმოდოვარის ფილმი ლიდერობს

890

კანის 72-ე კინოფესტივალზე წარმოდგენილ ფილმებს შორის, კინოკრიტიკოსების რეიტინგში ესპანელი რეჟისორის პედრო ალმოდოვარის ფილმი „ტკივილი და დიდება“ ლიდერობს. ამის შესახებ გამოცემა Screen Daily-ში გამოქვეყნებული რეიტინგები მეტყველებს.

ფილმმა, რომელშიც მთავარ როლებს ანტონიო ბანდერასი და პენელოპა კრუზი ასრულებენ, 3,3 ქულა მიიღო. რეიტინგის მეორე ადგილს სენეგალური წარმოშობის ფრანგი რეჟისორის მატი დიოპის ფილმი „ატლანტიკა“, მესამეს კი – ჩინელი რეჟისორის დიაო იანის „გარეული იხვების ტბა იკავებს.

კინოკრიტიკოსების რეიტინგში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ამერიკელი რეჟისორის, ჯიმ ჯარმუშის ფილმმა „მკვდრები არ კვდებიან“ მიიღო.

ფესტივალი 25 მაისამდე გაგრძელდება, მთავარი პრიზისთვის წელს 21 ფილმი იბრძვის. ფესტივალის ჟიურის მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ ხელმძღვანელობს.