ჯგუფ Radiohead-ის ლიდერმა ტომ იორკმა, მესამე სოლო ალბომი “Anima” გამოუშვა. ალბომში 10 სიმღერაა შესული და მისი მოსმენა შესაძლებელია Apple Music-ზე, Google Play-ზე და Spotify-ზე.
ასევე სპეციალურ ვებგვერდზე შესაძლებელია „Anima“-ს CD-ის და ვინილის შეკვეთა. ისინი ხელმისაწვდომი 19 ივლისამდე იქნება. ვინილის ვერსია დამატებით 10 ტრეკს შეიცავს.
ალბომის გამოშვებასთან დაკავშირებით სპეციალური მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გამოვიდა, რომლის რეჟისორიც პოლ ტომას ანდერსონია. მას Netflix-ზე და IMAX-ის ზოგიერთ კინოთეატრში უჩვენებენ.