პირველად ისტორიაში პრემია Emmy-სთვის ტრანსგენდერი მსახიობი იბრძოლებს. ემჯეი როდრიგესი კატეგორიაში “ქალის საუკეთესო დრამატული როლი” კანდიდატია. თავად მსახიობი მის წარდგენას ლგბტ–საზოგადოებისთვის უდიდეს ნაბიჯს უწოდებს.
“ასეთ მომენტებში იხსნება და ფართოვდება შესაძლებლობები. მჯერა, რომ ყველაფერი ამგვარად გაგრძელდება და ვგრძნობ, რომ ამ თემაზე საუბარიც გაგრძელდება. ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია”, – აცხადებს როდრიგესი.