საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანება, ტყიბულის წიგნის პირველ ფესტივალს აწყობს.
2 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ტყიბულის შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც ათზე მეტი ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი მონაწილეობს.
გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართველ მწერლებთან.