BTS პირველი კორეული ჯგუფია, რომელმაც უემბლის სტადიონზე იმღერა. კონცერტს 60,000 ადამიანი დაესწრო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
2013 წელს სამხრეთ კორეაში შეიქმნა ბიჭების ბენდი BTS, რომელიც ყველაზე პოპულარული კეი-პოპ ჯგუფია. კეი-პოპი (K-pop) სამხრეთ კორეაში დაბადებული მუსიკალური ჟანრია, რომელიც აერთიანებს ჰიპ-ჰოპს, საცეკვაო მუსიკას და რიტმ-ენდ-ბლუზსს.