უილ სმიტი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში მონაწილეობს

555

ამერიკელი მსახიობი უილ სმიტი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში მონაწილეობს. „ტყუპები“, ასე ჰქვია ფილმს, სადაც ძირითადად ფუტურისტულ კომპიუტერულ სახეებს გამოიყენებენ, წერს france24.

ფილმი თავიდან-ბოლომდე სპეცეფექტებზე იქნება აგებული. პროდიუსერი ჯერი ბრუკჰაიმერი აცხადებს, რომ ეს პროექტი არის „რევოლუციური ნახტომი“ ტექნოლოგიებში.

„ტყუპების“ გადაღება 2019 წლის ოქტომბერში დასრულდება.