უიტნი ჰიუსტონის მემკვიდრეებმა კომპანია
Primary Wave –თან კონტრაქტს ხელი მოაწერეს და მისი პირობები მიხედვით, მომღერლის ჰოლოგრამა ტურნეში გაემგზავრება. ტურნეს დროს მსმენელს ექნება საშუალება ჰიუსტონის მიერ დაწერილი აქამდე უცნობი სიმღერები და მიუზიკლი მოისმინოს. გავრცელებული ინფორმაციით კოტრაქტის ღირებულება 14 მილიონი დოლარია და ის კომპანიას გადასცემს უფლებას გამოიყენოს მომღერლის სახელი და გარეგნობა.