უიტნი ჰიუსტონის ჰოლოგრამის მუსიკალური ტურნე გაიმართება

1242

გარდაცვლილი მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის ჰოლოგრამის მუსიკალური ტურნე ბრიტანეთში 2020 წელს გაიმართება. ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შოუს ორგანიზატორია კომპანია Base Entertainment, რომელსაც აქამდე როი ორბისონისა და ემი უაინჰაუსის ჰოლოგრამებზეც უმუშავია.

კონცერტზე მისულ მსმენელს შესაძლებლობა ექნება მოუსმინოს ისეთ ჰიტებს, როგოებიცაა I Wanna Dance With Somebody და The Greatest Love of All. ცნობილია, რომ შოუს ბენდი და ბექ ვოკალისტებიც ეყოლება.