რეჟისორი ჯონ რენდო ფილმ „უკან მომავალში“–ს სცენარით მიუზიკლს ამზადებს.
სცენარისტმა ბობ ჰეილმა განაცხადა, რომ მან ფილმის რეჟისორთან, რობერტ ზემეკისთან ერთად ამ პროექტის განხორციელება რამოდენიმე წლის წინ განიზრახა.
„ჩვენ შესანიშნავი მსახიობები, ფანტასტიკური სიმღერები და რეჟისორი ჯონ რენდო გვყავს. ძალიან გვიხარია, რომ ამ ისტორიის ახალებური ვერსია იბადება“, – განაცხადა ჰეილმა.
მარკი მაკფლაის როლი ოლი დობსონს ერგო. ცნობილია, რომ დადგმაში კლასიკური როკ–ენ–როლიც იქნება.
მიუზიკლის პრემიერა 2020 წლის თებერვალში მანჩესტერში გაიმართება, ხოლო შემდეგ სპექტაკლი ლონდონში გამართავს გასტროლებს.