უკვე მეორედ მთაწმინდის პარკში ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება

949

კვირას, 22 სექტემბერს 12 საათზე მთაწმინდის პარკში უკვე მეორედ ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები და სტარტაპები.

როგორც მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სტუმრებს ფესტივალზე ტკბილეულის მრავალფეროვნება, საზეიმო განწყობა, სასიამოვნო მუსიკა, უამრავი სიურპრზი, გათამაშებები, გასართობი პროგრამა, ანიმატორები, ფერადი გარემო და სუფთა ჰაერი ელოდებათ.

ტკბილეულის ფესტივალი, კომპანიების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.