ციურიხში Schuler-ის აუქციონზე “ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტი” რეალურ ღირებულებაზე 1000-ჯერ უფრო ძვირად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Blick ავრცელებს.
აუქციონზე უცნობი ავტორის სახელით გასული ფერწერული ნამუშევრის საწყისი ფასი 5-7 ათასი შვეიცარული ფრანკი იყო. მისი შეძენა 2 მყიდველს სურდა. საბოლოოდ კი 7.4 მილიონ ფრანკად ერთ-ერთმა მათგანმა იყიდა.
გამოცემა Blick-ის ინფორმაციით ბევრი არტ-დილერი ფიქრობს, რომ ნახატი ბოტიჩელის სახელოსნოშია შესრულებული.