ფანებმა კიტ ჰარინგტონს ფული შეუგროვეს

516

“სამეფო კარის თამაშების” თაყვანისმცემლებმა გადაწყვიტეს კიტ ჰარინგტონს მხარდაჭერა გამოუცხადონ. როგორც ცნობილია, მსახიობი სერიალის დასრულების შემდეგ ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო სარეაბილიტაციო ცენტრში აღმოჩნდა.

“კიტ ჰარინგტონმა ბოლო 10 წლის მანძილზე ბევრი იშრომა თაყვანისმცემლებისთვის, როდესაც ჩრდილოეთის მეფე, ჯონ სნოუ განასახიერა! მადლიერების გამოსახატათ ჩრდილოეთის ხალხების თანამეგობრობამ და სხვა თაყვანისმცემლებმა გადავწყვიტეთ საქველმოქმედო ფონდ Mencap–ს, რომელსაც კიტი უკვე რამდენიმე წელია მხარს უჭერს, დავეხმაროთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის ფონდში 40 ათას ფუნტ სტერლინგზე მეტია გადარიცხული.