ფემინისტების პროტესტის მიუხედავად, ალენ დელონი ოქროს პალმის რტოს მიიღებს

3106

კანის კინოფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, კინემატოგრაფში წვლილის შეტანისთვის, ალენ დელონს ოქროს პალმის რტო ფემინისტების პროტესტის მიუხედავად გადაეცემა

„ეს არ არის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, ჩვენ მას ოქროს პალმის რტოს სამსახიობო კარიერისთვის გადავცემთ“, – განაცხადა ფესტივალის ხელმძღვანელმა ტიერი ფრემომ.