გლასტონბერის მუსიკალური ფესტივალი საგრაფო სომერსეტში დაიწყო.
ფესტივალის 5 დღის განმავლობაში 79 სცენზე, 2800 წარმოდგენა გაიმართება. გლასტონსბერი 2019–ის მონაწილეები არიან: Stormzy, The Killers და The Cure. გარდა ამისა, შეიკრიბებიან ისეთი მუსიკოსები როგორც ლიამ გალაჰერი, კაილი მინოუგი, ჯანეთ ჯექსონი, მაილი საირუსი, ჯორჯ ეზრა, ჰოზიერი, ლორინ ჰილი და სხვა.
გლასტონსბერიზე დაახლოებით 200 ათასი მსმენელი შეიკრიბება.
ცნობისათვის, პირველი ფესტივალი 1970 წელს ჩატარდა.