2019 წლის 26-27 სექტემბერს თბილისში, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება ღონისძიება „ოქროს თვალი”და გააერთიანებს შემდეგ ღონისძიებებს:
• კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი
• სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა
• მასტერკალსები მოწვეული ექსპერტებისგან
ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასებს წაიკითხავენ საერთაშორისო დონის ექსპერტები: როგერ საიმონსი უამრავი მხატვრული და სატელევიზიო ფილმის მთავარი ოპერატორი, ნამუშევარი აქვს ისეთ ფილმებზე როგორიცაა „ეშმაკი ატარებს პრადას” და სერიალზე “სექსი დიდ ქალაქში” მასტერ კლასის თემა: “კადრები კადრებს მიღმა” როჯერ სიმონსი ისაუბრებს პოსტ-პროდაქშენის დროს შესასრულებელ სამუშაოებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი კინომატოგრაფისტის მიერ ამ კადრებზე კონტროლის შენარჩუნება და საბოლოო პროდუქტის მიღება ჯონ ჰენშალი „ეპი ცენტრის” აღმასრულებელი და მმართველი დირექტორი, წლების განმავლობაში იყო BBC-ს ოპერატორი. ჯონი მიიჩნევს, რომ მისი პირდაპირი მოვალეობაა, თავისი უნარი და გამოცდილება გადასცეს მომავალ თაობას, რის შესახებაც ისაუბრებს გამართულ მასტერკლასზე.
ღონისძიებებზე დასწრება უფასოა !