დღეს ფესტივალს „სვანეთობა 2019“ აღნიშნავენ. მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ და უცხოელ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ სვანური ტრადიციული კერძები, ასევე დაათვალიერონ ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები.
ფესტივალს ესწრებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. წელს მესტიის საპატიო მოქალაქე პრემიერმინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი გახდა, ხოლო საპატიო მესტიელის წოდება ციური გაბლიანს მიენიჭა.
ფესტივალი გვიან საღამომდე გაგრძელდება და კონცერტით დასრულდება.