ფესტივალი Echowaves გაიხსნა

815

ანაკლიის სანაპიროზე ფესტივალი Echowaves ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალის პირველ დღეს დიჯეებმა ნინა კრავიცმა და ეტაპ კაილიმ დაუკრეს. დღეს გვიან ღამით კი მსმენელს ბენ ქლოქის და სხვა ცნობილი არტისტის მოსმენა შეუძლია.

როგორც ცნობილია ანაკლია წელს სტუმრებს 8 განახლებული სცენით ხვდება.

Echowaves, რომელიც უკვე  მეორე წელია check in Georgia-ს ფარგლებში იმართება, 2014 და 2018 წლების ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება.