ფესტივალ-კონკურსი „ერთსულოვნება“ 2019 წელს ბათუმში ჩატარდება

592

ფოლკლორულ საერთაშორისო ფესტივალს „ერთსულოვნება“ წელს ბათუმი უმასპინძლებს. აღნიშნული კონკურსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით ტარდება.

ფესტივალ-კონკურსი 13-14 ივლისს ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება.