რეჟისორ ლი ვანელის ფილმში “უჩინარი კაცი” მსახიობი ელდის ჰოჯიც ითამაშებს. ფილმში როლებზე უკვე დამტკიცებულები არიან ელიზაბეტ მოსი და სტორმ რიდი, თუმცა არავინიცის ვინ იქნება „უჩინარი კაცის“ როლის შემსრულებელი.
გავრცელებული ინფორმაციით, თავიდან ფილმში მთავარი როლი ჯონი დეპს უნდა ეთამაშა. დეპი პროექტს 2016 წელს შეუერთდა, როდესაც კინოსტუდიამ “ბნელი სამყაროს“ გმირებზე დაიწყო მუშაობა. ამ სამყაროს პირველი ფილმი ტომ კრუზის მუმია გახლდათ.
ფილმი კინოეკრანებზე 2020 წლის 13 მარტს გამოვა.