ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის – „8 წუთის“ საერთაშორისო წარმატებებს კიდევ ერთი გამარჯვება შეემატა. ფილმი ინდოეთის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ეს 8 წუთის მეშვიდე გამარჯვებაა უცხოურ ფესტივალებზე, რომელთაგან ყველაზე გლობალური – მანჰეტენის კინოფესტივალია.
ამჟამად 8 წუთი ბაქოს საერთაშორისო კინოფესტივალზეც იბრძვის გამარჯვებისთვის. ფესტივალი – START 14-17 ნოემბერს ჩატარდება და მას მთელი მსოფლიოდან დაესწრებიან ფინალში გასული ფილმების რეჟისორები და პროდიუსერები, მათ შორის 8 წუთის რეჟისორი – გიორგი გოგიჩაიშვილი და პროდიუსერი – გეგა ხმალაძე.
ბაქოს ფესტივალზე წელს 405 ფილმი მონაწილეობდა, რომელთაგან ჟიურიმ 41 შეარჩია. ამ 41-დან საუკეთესო კი 17 ნოემბერს გამოვლინდება.
ბაქოს ფესტივალის გარდა, 8 წუთი კიდევ ორი საერთაშორისო კინოფესტივალის შერჩევაშია:
Beveren International Film Festival (ბელგია)
The St. Lawrence International Film Festival (აშშ)
ფილმი საფესტივალო ცხოვრებას აჭარანეტისა და თიბი სი ბანკის მხარდაჭერით შეუდგა. მისი საინფორმაციო მხარდამჭერი კი – Cinemania.ge.