სტუდია Warner Bros. Pictures-მა ფილმ Birds of Prey-ს სადებიუტო ტრეილერი გამოაქვეყნა.
„თვითმკვლელთა რაზმში” განვითარებული მოვლენების შემდეგ, ქალაქში დანაშაულებების რაოდენობა გაიზარდა. მმართველობას სათავეში კრიმინალები ჩაუდგნენ. ჰარლი ქუინი, რომლის როლიც მსახიობმა მარგო რობიმ, მოირგო სხვა სუპერგმირებთან ერთად ცდილობს ახალგაზრდა გოგოს გათავისუფლებას, რომელიც “შავი ნიღბის” დაჯგუფებამ გაიტაცა.
ფილმის სრული სახელწოდებაა “Birds of Prey: And the Fantabulous of One Harley Quinn” (“მტაცებელი ფრინველები: ჰარლი ქუინის ფანტასტიური გათავისუფლება”), რომლის პრემიერა 2020 წელს შედგება.