„ფლინტსთოუნების“ ახალი სერიალი ზრდასრულ აუდიტორიაზე იქნება გათვლილი

731

ამერიკული კომპანიაWarner Bros და კომპანიაBrownstone Productions კომედიური მულტფილმის „ფლინტსთოუნების“ (The Flintstones) რიმეიქზე მუშაობენ. ამის შესახებ ჟურნალი The Hollywood Reporter წერს.

გამოცემის ცნობით, ახალი სერიალი ზრდასრულ აუდიტორიაზე იქნება ორიენტირებული და მასში ორიგინალური მულტფილმის პერსონაჟები იქნება წარმოდგენილი.

„ფლინტსთოუნები“ 1960-66 წლებში სტუდია Hanna-Barbera-მ გადაიღო. მულტფილმი ქვის ხანაში ფრედ ფლინტსთოუნის ოჯახის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.