ფოტო-ალბომის – „Tiflis– Tbilisi“-ის წარდგენა გაიმართება

773

თბილისის საკრებულოს მთავარი დარბაზი,  ფრანგი ფოტოხელოვანის, ორელიენვილეტისა და არტ-პროდიუსერის, დალი უბილავა-დე გრააფის ფოტოალბომის – „ტფილისი-თბილისი / „Tiflis– Tbilisi“-ის  წარდგენას უმასპინძლებს.

საკრებულოს ინფორმაციით, წარდგენას გამართავს: ჰოლანდიური ფონდი ArtEcho (ხელმძღვანელი ქალბატონი დალი უბილავა-დე გრააფი) და საქართველოს ფრანგული კულტურის ინსტიტუტი,  პროექტის პარტნიორებთან: ქალაქ თბილისის მერიასთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და გამომცემლობა პალიტრასთან, ღონისძიების პარტნიორებთან: თბილისის საკრებულოსთან და მეღვინეობა „შილდასთან” ერთად.

ფოტო-ალბომის – „Tiflis– Tbilisi“-ის  წარდგენა 4 ივნისს, 19:00 საათზე გაიმართება.