ფრანგული მოდის სახლმა ლიკვიდაცია დაიწყო

585

ფრანგული მოდის სახლმა Sonia Rykiel ლიკვიდაცია დაიწყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბიზნესი First Heritage Brands-მა 7 წლის წინ იყიდა. რის შემდეგაც მოდის სახლი წამგებიანი გახდა. კომპანია მთავარმა დიზაინერმა ჯული დე ლიბრენმა 2019 წლის მარტში დატოვა. რის შემდეგაც დაიხურა მაღაზიები ნიუ-იორკსა და ლონდონში.

ბრენდის დამაარსებელი სონია რიკელი, ცნობილი გახდა ხელით ნაქსოვი და ტრიკოტაჟის ნაწარმით. ის ტანსაცმელს ქალებისთვის ქმნიდა. მის ტანსაცმელს კინოვარსკვლავი ოდრი ჰეპბერნი იცვამდა. თავად რიკელი 86 წლის 2017 წელს პარკინსონის დაავადებით გარდაიცვალა.