კინორეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა ძმები ლუმიერების სახელობის კინოფესტივალის პრემიას მიიღებს. ფესტივალი ლიონში 12-20 ოქტომბერს გაიმართება.
“ფრენსის ფორდ კოპოლა ხშირად ამბობს, რომ მას ჯილდოები აღარ სჭირდება, ამჯერად მან მოგვცა ამის უფლება”, – განაცხადა მსოფლიოს უდიდესი კლასიკური კინოს ფორუმის დირექტორმა ტიერი ფრემომ.