საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, შვედეთში მცხოვრები ქართველები გამოეხმაურნენ. მათ ვიდეორგოლი გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ მზად არიან გახდნენ საქართველოში წარმოებული ბრენდის ელჩები შვედეთში.
როგორც ახალგაზრდები ვიდეოში ამბობენ, ისინი უსასყიდლოდ გაუწევენ პოპულარიზაციას ქართული ტურისტული კომპანიების მიერ შედგენილ ტურებს, ქართულ ღვინოს, პროდუქციას და ყველას, ვინც შესაძლოა რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო დაზარალდეს.
„ერთად დავეხმაროთ ჩვენს სამშობლოს გახდეს ეკონომიკურად მდგრადი და ძლიერი”, – ამბობენ შვედეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა ემიგრანტები.
მსურველებს შვედეთში მცხოვრებ ემიგრანტებთან დაკავშირება შემდეგ მეილზე შეუძლიათ – e-mail: anniealubali@gmail.com; anigamkrelidze@icloud.com