ქართველი მოსწავლეები NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში ჩაერთნენ

580

„ათასწლეულის გამოწვევების“ ფონდის კონკურსის გამარჯვებულები NASA-ს კოსმოსური ცენტრიდან საქართველოში დაბრუნდნენ. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

ისინი  კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში ჩაერთნენ. წელს ეს შესაძლებლობა მიეცა ხუთ მოსწავლეს. მათ შექმნეს პროექტი „ბარნის სმარტ ლაბირინთი“.

მოწყობილობა დაეხმარება მეცნიერებს, ლაბორატორიული ექსპერიმენტების დროს შეაფასონ ცხოველების სივრცითი ხედვა და მეხსიერება.

ნორჩი გამომგონებლების თქმით, მათთვის ხუთდღიანი კურსი საინტერესო იყო, მათ მიერ შექმნილმა პროექტმა მოწონება დაიმსახურა და ბიოლოგებს მომავალში საქმე გაუმარტივა.