ქართველი მსახიობი კანის კინოფესტივალზე ყველაზე ნიჭიერ ვარსკვლავებს შორის დაასახელეს

1086

ამერიკულმა ჟურნალმა W, მსახიობების სია წარადგინა, რომლებმაც რედაქციის აზრით, 2019 წელს კანის კინოფესტივალზე წარდგენილ ფილმებში განსაკუთრებულად ითამაშეს. სიაში მოხვდა ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი, რომელიც ფილმში And Then We Danced თამაშობს.

2019 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის მხატვრული ფილმის And Then We Danced პრემიერა შედგა. ეს არის პირველი ქართული ფილმი, რომელიც გეი სიყვარულს შეეხება.

კანის კინოფესტივალი 14 მაისს გაიხსნა, გამარჯვებულებს კი 25 მაისს გამოაცხადებენ.