ქართველმა პიანისტმა, ირმა გიგანმა ავსტრიის საერთაშორისო კონკურსის BECHSTEIN-BRUCKNER-ის პირველი პრემია მოიპოვა. მას ასევე გადაეცა სპეციალური პრიზები მოცარტის სონატისა და ბრუკნერის ფანტაზიის საუკეთესო შესრულებისთვის.
ცნობისთვის, ირმა გიგანი პოლიტიკოსის თაკო ჩარკვიანის შვილია. თაკომ სოციალურ ქსელში შვილის წარმატებას ასე გამოეხმაურა:
„მეგობრებო ბედნიერი ვარ! ჩემი ირმა გიგანი ავსტრიის ბეხშტეინ-ბრუკნერის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის და ყველა სპეცპრიზის გამარჯვებული გახდა. გილოცავ დე”,-დაწერა თაკო ჩარკვიანმა.
აქვე გეტყვით, რომ 17 ივნისს ირმა გიგანი Brucknerhaus-ში სოლო კონცერტს გამართავს.