ქართველი რეჟისორის ფილმი „ცხოველი“„აღმოჩენების“ ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი

1215

ამირან დოლიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შედგება. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიაში 1946 წლიდან იმართება. იგი ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა ლოკარნოში დაიწყო.

17 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ბერნში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა გახდა ცნობილი.

საკონკურსო სექციაში Pardidi Domani წარმოდგენილი იქნება ქართველი რეჟისორის – ამირან დოლიძის ფილმი „ცხოველი“.

„ცხოველი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი ახალგაზრდა, უმუშევარი კაცის შესახებ გვიყვება, რომელსაც რთულ პირობებში უჭირს თავისი წესიერების შენარჩუნება.

წელს ფესტივალი 7-17 აგვისტოს გაიმართება.