ქართველმა მსახიობმა საუკეთესო როლისთვის ჯილდო მიიღო

513

ქართველმა მსახიობმა, სალომე დემურიამ, Almaty Film Festival-ზე, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მთავარი პრიზი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მსახიობმა აღნიშნული ჯილდო, დიტო ცინცაძის ფილმში „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ შესრულებული როლისთვის მიიღო.