გამოფენა „დიზაინ ჯორჯიას“ ბრენდის სახელით იმართება და მისი ჩვენება TAF-ის ფარგლებში ეწყობა. გამოფენაში მონაწილეობენ, როგორც ქართული ავეჯის კლასტერში გაერთიანებული ოთხი დიზაინ-სტუდია, ასევე სპეციალურად ამ გამოფენისთვის კონკურსის გზით შერჩეული მონაწილეები, სულ 16 დიზაინერი და დიზაინ-სტუდია.
ჩვენ ვესაუბრეთ სანდრო წივწივაძეს, რომელიც ავეჯის დიზაინერი და ასევე მაღაზია „ფუნდუკის“ მფლობელია. მან გვიამბო თავისი და კიდევ 3 მსგავსი კომპანიის წარმატების შესახებ. მათ გერმანიაში, ძალიან მასშტაბურ ღონისძიებაზე „Passagen Interior Design Week” -ზე წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები და 180 ნომინაციიდან ოთხივე მათგანი 21-ში მოხვდა.
როგორც სანდრო წივწივაძემ აღნიშნა, ეს მათი პირველი ერთობლივი ღონისძიებაა საქართველოში, თუმცა აპირებენ რომ ამ ყველაფერს პერმანენტული სახე ქონდეს.









