ქართველი რეჟისორის, გიგიშა აბაშიძის ფილმმა „მეზობლები“ სრულმეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსში ჟიურისგან სპეციალური აღნიშვნა მიიღო. რიგით 48-ე საერთაშორისო კინოფესტივალს კიევმა უმასპინძლა.
ფესტივალის ჟიურის ერთ-ერთი წევრი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი, ნინო ანჯაფარიძე იყო.