კანის კინოფესტივალზე გამართული პრემიერის შემდეგ, ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის And Then We Danced-ის ჩვენების უფლება უკვე 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა. ინფორმაციას Cinemania.ge ავრცელებს.
ესპანეთი, იაპონია, მექსიკა, ავსტრია, ბალტიისპირეთისა და ბენილუქსის ქვეყნები, დანია, ფინეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ისრაელი, ტაივანი და თურქეთი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, სადაც სულ მალე აკინის სურათს იხილავენ.
ფილმის ყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთთან, აშშ-სთან და გერმანიასთან. გარდა ამისა, მსოფლიოს რამდენიმე ცნობილ კინოფესტივალს სურს, რომ And Then We Danced მათ სექციებში მოხვდეს.