ქართულ დოკუმენტურ ფილმებს ბოლონიის კინოფესტივალზე აჩვენებენ

883

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ქართული დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმები – „თუჯი“, „ხაბაზები“, „მეკვლე“ და „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“ ბოლონიის კინოფესტივალზე – „ილ სინემა რიტროვატო“ (IlCinemaRitrovato) 22-30 ივნისს იქნება ნაჩვენები.

ფესტივალი 1986 წელს დაარსდა და მასზე აღდგენილ ხმოვან და უხმო ფილმებს აჩვენებენ. ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებად ითვლება და მისი ორგანიზატორია ბოლონიის სინემათეკა.

„თუჯი“. (1964. რეჟისორი ოთარ იოსელიანი), „ხაბაზები“. (1970. რეჟისორი ბიძინა რაჭველიშვილი) „მეკვლე“. (1981. რეჟისორი გოდერძი ჩოხელი) და „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“. 1985. (რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი) ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტებისცენტალურმა არქივმა ციფრულად 2018 და 2019 წლებში აღადგინა.

ფილმები გაერთიანებულია თემით „საბჭოთა პროპაგანდის მიღმა: ქართული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ნაკრები“ და ნაჩვენები იქნება ფესტივალის სექციაში „Recovered&Restored“. ქართული ფილმების გარდა სექციაში აჩვენებენ მსოფლიო კინოკლასიკას: ჟან რენუარის „ტონი“, ლუის ბუნუელის „ოქროს ხანა“, ფედერიკო ფელინის „ჯამბაზები“, ჯონ კასავეტესის „ქმრები“ და სხვა.