„ქაღალდის სახლის“ პირველი თიზერი გავრცელდა

324

სტრიმინგ-სერვის Netflix-მა „ქაღალდის სახლის“ მეხუთე სეზონის პირველი თიზერი გამოაქვეყნა. გავრცელებული ცნობით, ახალი სეზონი 2 ნაწილად გაიყოფა. პირველ ნაწილს მაყურებელი 3 სექტემბერს იხილავს, ხოლო მეორე ნაწილი ეთერში წლის ბოლოს გავა. აღსანიშნავია, რომ მეხუთე სეზონი პანდემიის დროს გადაიღეს და როგორც ცნობილია, სერიალი სწორედ ამ სეზონით დასრულდება.