ქეით ბლანშეტი კარიერის დასრულებას გეგმავს

1074

როგორც მსახიობმა ქეით ბლანშეტმა განაცხადა, ის კარიერის დასრულებას გეგმავს.

“მოვიდა დრო გავჩერდე. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც მაყურებლები ნახავენ ბოლო ფილმს ჩემი მონაწილეობით, იტყვიან: “ჰო, მართლაც დროა გაჩერდეს”. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მსგავსი აზრები ყველა ფილმის გადაღებების დასრულებისას მომდის თავში”, – განაცხადა მსახიობმა.