ქუჩის მხატვარი ვატიკანს უჩივის

644

ქუჩის მხატვარი ალესია ბებროუ ვატიკანის ფოსტას სასამართლოში უჩივის. დავის საგანი გრაფიტი გახდა, რომელიც 2019 წელს ვატიკანის სიახლოვეს შეიქმნა. ჰენრი ჰოფმანის ნახატის მოტივებზე შექმნილ გრაფიტიზე იესო ქრისტეა გამოსახული, რომლის სხეულზეც ადამიანის გული ხატია და მასზეა წარწერა “Just use it” (“უბრალოდ გამოიყენე”). ნამუშევრის შექმნიდან ერთ წელიწადში ბებროუმ აღმოაჩინა, რომ მისი ნამუშევრის რეპროდუქცია სააღდგომო საფოსტო ბარათებზე გამოიყენებოდა.

მხატვრის იურისტების მიერ გაგზავნილ განცხადებას ვატიკანი არ გამოეხმაურა, ისევე როგორც არ გაუკეთებია განცხადება პრეს–სამსახურს, რის გამოც საქმის სასამართლოში შეტანა გადაწყდა. ალესია ბებროუ მისთვის 130 ათასი ევროს ანაზღაურებას ითხოვს, თუმცა დასძენს, რომ საჩივარი არაა ტავდასხმა კათოლიკურ ეკლესიაზე, ის უბრალოდ თავის უფლებებს იცავს.