წელს პირველად, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ყველაზე დიდ ფესტივალს, MANHATTAN SHORT -ს, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად თბილისიც უმასპინძლებს! ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ორი დღის განმვლობაში ნაჩვენები იქნება 10 ფინალისტი ფილმი საფრანგეთიდან, აშშ-დან, ირანიდან, კანადიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ფინეთიდან და გერმანიიდან.
სეანსის დასრულების შემდეგ კინომოყვარულები ხმის მიცემით დააფიქსირებენ თავიანთ რჩეულს. მიღებული შედეგები დაემატება 100 000-ზე მეტი კინომოყვარულის ხმას დანარჩენი მსოფლიოდან და 6 ოქტომბერს გამოვლინდება გამარჯვებული.