ყველაზე ხშირი კითხვები ხელოვნების შესახებ

5011

რომელია ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში?

ზოგი ნამუშევარი მუზეუმებმა შეუფასებლად ცნეს, ხოლო მათ შორის რომლებიც აუქციონის წესითაა გაყიდული, ყველაზე ძვირადღირებული ლეონარდო და ვინჩის სალვატორ მუნდია – ის 450,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

გთავაზობთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევარს:

სალვატორ მუნტი, ლეონარდო და ვინჩი 450 მილიონი დოლარი

ცვლა, უილემ დე კუნინგი, 300 მილიონი დოლარი

ბანქოს მოთამაშენი, პოლ სეზანი, 250 მილიონი დოლარი

ქორწილი როდისაა? პოლ გოგენი, 300 მილიონი დოლარი

5N 17A, ჯექსონ პოლოკი, 200 მილიონი დოლარი

Wasserschlangen II, გუსტავ კლიმტი, 183.8 მილიონი დოლარ

No.6 (Violet, Green and Red), მარკ როტკო, 186 მილიონი დოლარი

Pendant Portraits of Maertens Soolmans and Oopjen Coppit, რემბრანდტი, 180 მილიონი დოლარი

Women of Algiers (Version O), პაბლო პიკასო, 179 მილიონი დოლარი

Nu Couché, ამადეო მოდილიანი, 170.4 მილიონი დოლარი

რატომაა მონა ლიზა ცნობილი?

მონა ლიზა ცნობილი 1911 წელს გახდა, როდესაც ის ლუვრიდან მოიპარეს. იქამდე კი “ჩვეულებრივი ტილო” იყო. ორი წლის განმავლობაში დაკარგული და შემდეგ ნაპოვნი ტილო დღემდე პოპულარობით სარგებლობს.

რატომაა ხელოვნება ძვირი?

ფასები სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული:

რამდენად ცნობილია ავტორი

რამდენად ცნობილია ხელოვნების ნიმუში

რამდენად ხარისხიანადაა შესრულებული

რამდენად კარგ მდგომარეობაშია

ვინ იყო მფლობელი

რამდენად იშვიათია

რამდენად ცნობადია

მოდურია თუ არა

და ა.შ.

რამდენ ხელოვნების ნიმუშს ქმნის ავტორი ცხოვრების მანძილზე?

კლოდ მონემ 1983 ტილო და ნახატი დახატა, პოლ სეზანმა 954, ედვარდ მუნკმა – 1989, რენე მაგრიტმა 1094, ვასილი კანდინსკიმ 1177, ჟოან მირომ კი 2078.

ნამუშევრების რაოდენობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ცხოვრების სტილი, მუშაობის ინტენსიურობა, მასალების შესყიდვის უნარი და ა.შ.

რომელ ფერებს იყენებენ მხატვრები ყველაზე ხშირად?

თეთრი ფერი ყველაზე ხშირად ფონისთვის გამოიყენება. შავი კი თეთრთან კონტრასტისთვის და ნაცრისფერი ტონის მისაღებად. ყვითელი ძალიან გამოყენებადი ფერია, რადგანაც მას ყველაზე ხშირად ურევენ სხვა ფერებთან. მიუხედავად იმისა, რომ წითელი ფერი ძლიერია, ყვითელთან შედარებით ნაკლებად გამოიყენება. რაც შეეხება ლურჯ ფერს, ის ხშირად ირევა თეთრ, შავ, ყვითელ და წითელ ფერთან.

არის თუ არა გრაფიტი ხელოვნება?

გრაფიტი მუდამ ითვლებოდა ვანდალიზმად, უკანონობად, შეუსაბამოდ და არასატანდარტულ გამოხატულებად. მისი ურთიერთობა ხელოვნებასთან საკმაოდ რთულია. 2008 წელს ლონდონის გრაფიტი–მხატვრების ჯგუფი დააკავეს, თუმცა ამავდროულად მათი ნამუშევრები ლონდონის ტეიტის გალერეაში განთავსდა. ხოლო ბოლო წლებში ბენქსის ნამუშევრებმა მსოფლიო აღაფრთოვანა.

შეიძლება თუ არა მხატვარმა ხელოვნებით ირჩინოს თავი?

მხატვართა უმცირესობას გაუმართლა და მათ სახელი სიცოცხლეშივე მოიხვეჭეს. ზოგ მხატვარს ოჯახის წევრები ეხმარებიან, თუმცა ბევრ მათგანს სხვა სამსახურის პოვნაც უწევს.

როგორი იქნებოდა ცხოვრება ხელოვნების გარეშე?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია, მაგრამ მაგალითად ჰატიე კანტცის ციტატას მოვიყვანთ:

იქნებოდა ხმაური და ტონები – თუმცა არ იქნებოდა მუსიკა

იქნებოდა დამწერლობა და სიტყვები – მაგრამ არ იქნებოდა წიგნები

იქნებოდა სურათები – მაგრამ არ იქნებოდა ფილმები

იქნებოდა ფერები, ფორმები და ფიგურები – მაგრამ არ იქნებოდა მხატვრობა

იქნებოდა ფორმები და მასალა – მაგრამ არ იქნებოდა სკულპტურა

ადამიანი ვერ გამოხატავდა თავის აზრებს, ემოციებს, შთაბეჭდილებებს და ფიქრებს. ჩვენ არ გვეცოდინებოდა როგორი იყო წარსული.

ის რისი პოვნაც ცხოვრებაში ძალიან რთულია, ადვილი საპოვნელია ხელოვნებაში.