შეიხა მოზას დამსხვრეული სტერეოტიპებით განვლილი გზა

2616

მინდა მოგიყვეთ ყველაზე ლამაზ, გემოვნებიან და გავლებიან არაბ ქალზე, შეიხა მოზაზე.

მის სილამაზეზე მსოფლიოში ფაქტია არავინ დაობს, თუმცა გარდა სილამაზისა მან არაბი ქალების შესახებ ძალიან ბევრი სტერეოტიპი დაამსხვრია.

  შეიხა მოზა არის ქალი რომელმაც მთელ აღმოსავლეთში შეცვალა წარმოდგენა მოდაზე. ის ყატარის ემირის 3 ცოლს შორის რიგით მეორეა, ასევე არის 7 შვილის დედა,  მაგრამ მხოლოდ ამ სტატუსით ნამდვილად არ შემოიფარგლება, ის ასევე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეა.

მოზას ისტორია ცოტა დაუჯერებელია, რაღაცნაირად ზღაპარს ჰგავს.

არაბი ბიზნესმენის შვილმა პრინცი18 წლის ასაკში პრინცი გაიცნო. ნიშნობამაც არ დაიგვიანა, თუმცა ქორწინებაზე დროებით უარი განაცხადა, სანამ ყატარში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი წარმატებით არ დაასრულა.

შეიხა მოზა 1995 წლიდან ჰუმანიტარულ პროგრამებს უზრუნველყოფდა. ის დღესდღეობით ძალიან ბევრ საქმეს ითავსებს: იუნესკოს წარმომადგენელია, ყატარში განათლების მეცნიერების და საზოგადოებრივი საქმიანობის ფონდს მართავს, ოჯახურ საკითხებში უზენაესი საბჭოს პრეზიდენტია, ასევე განათლების საბჭოს ვიცე–პრეზიდენტი,მან შექმნა არაბული დემოკრატიული ფონდი სადაც პირველი შენატანი 10 მილიონი თავადვე გააკეთა.

 ბოლო სტერეოტიპი მოზამ იმით დაამსხვრია რომ მიუხედავად მისი „მეორე ცოლის“ სტატუსისა, მისი ხუთი ვაჟიდან ერთ-ერთი ტახტის მემკვიდრეა (ეს პრივილეგია პირველი ცოლის შვილებს ეკუთვნით ხოლმე).

 ჟურნალ ფორბსის სიაში მოზა 100 ყველაზე გავლენიან ქალბატონს შორის მოხვდა.

მისი სტილი კი ნამდვილად ცალკე საუბრის თემაა, ის ყველა პროტოკოლს იცავს რაც მოეთხოვება და ამავდროულად მსოფლიოში ერთ-ერთ გემოვნებიან ქალად ითვლება.

ირინკა ფაღავა