შემოდგომაზე სუპერ–ვარსკვლავებმა გადაწყვიტეს ახალი ალბომები გამოუშვან.
Nick Cave & The Bad Seeds – “Ghosteen”

ახალი ალბომით ნიკ ქეივი ტრილოგიას დაასრულებს. ალბომში 11 კომპოზიცია შევა. თავად მუსიკოსის განცხადებით, ყველა კომპოზიცია 2017 წლის შემდეგაა დაწერილი. რელიზი 5 ოქტომბერს შედგება.
რინგო სტარი – What’s My Name
ლეგენდარული The Beatles–ის წევრს სულ მალე 80 წელი შეუსრულდება, თუმცა ის კვლავ აქტიურია მუსიკალურ ინდუსტრიაში. ალბომის ნაკლოვანებაზე უკვე საუბრობენ, კრიტიკოსების აზრით, მისი გაფორმება უკეთ შეიძლებოდა. რელიზი – 25 ოქტომბერს.
The WHO – WHO
ეს ჯგუფის პირველი სრულყოფილი სტუდიური ჩანაწერია, 2004 წლის შემდეგ. მასში სრულიად ახალი კომპოზიციები შევა.
“არასოდეს დამიკრავს ისე ძლიერად, როგორც ახლა”, – აცხდებს 74 წლის ტაუნსენდი. რელიზი – 22 ნოემბერს.
სელინ დიონი – Courage
ეს ყველაზე გასაიდუმლოებული სიახლეა. პოპ–მუსიკის დივამ სიმღერების დასახელებებიც კი არ გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ახალ ალბომში შესული ოთხი სიმღერის პრემიერა უკვე შედგა, 16 კვლავ საიდუმლოდ რჩება. რელიზი – 16 ნოემბერს.
MIKA — “My Name Is Michael Holbrook”
როგორც ამბობენ MIKA ცდილობს დაუბრუნდეს ნამდვილ დრაივს. ალბომის გამოსვლას ემატება ტური ევროპაში, რომლისთვისაც არტისტი სრულიად ახალ შოუს ამზადებს. რელიზი – 4 ოქტომბერს.