შეხვდებიან თუ არა ხოაკინ ფენიქსის ჯოკერი და რობერტ პატინსონის ბეტმენი ერთმანეთს?

886

მსოფლიოს ახალი “ჯოკერი” და ახალი ბეტმენი ჰყავს — ხოაკინ ფენიქსი, რომლის მიერ განსახიერებულმა ბოროტმოქმედმაც ფილმს ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის წოდება და ოქროს ლომი მოუტანა. რაც შეეხება რობერტ პატინსონს, ის გოთემის ბნელ რაინდს კინოეკრანებზე დააბრუნებს.

და უკვე უამრავ ადამიანს აინტერესებს, შეხვდებიან თუ არა ბეტმენი და კრიმინალის კლოუნი პრინცი ერთმანეთს დიდ ეკრანებზე, თუმცა “ჯოკერის” რეჟისორი ტოდ ფილიპსი ამბობს, რომ მსგავსი რამ არასდროს მოხდება: “არა, ნამდვილად არა. (ამ სცენისთვის) მომავალში უამრავი სხვა ჯოკერი იქნება”, — უთხრა მან Variety-ის.

ჯოკერის პრემიერა კინოთეატრებში 4 ოქტომბერს შედგება, ხოლო პატისონის მონაწილეობით ახალ ფილმს 2021 წლამდე არ უნდა ველოდოთ.