შვილის გაჩენის შემდეგ ჰარი და მეგანი, შესაძლოა, აფრიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად

771

სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება და მთელი მსოფლიო ელოდება სამეფო ბავშვის დაბადებას.

თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, ჰარისა და მეგანის გეგმები იმაზე დიდია, ვიდრე ამას მოველით. ბრიტანული გაზეთი The Sunday Times წერს, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ წყვილი სავარაუდოდ აფრიკაში გადადის საცხოვრებლად.

პრინც ჰარის გეგმა ამერიკაში ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა შესთავაზა. მისი განხორციელების შემთხვევაში, მეგანი და ჰარი აფრიკაში 2020 წელს გაემგზავრებიან და 2-3 წელს დაჰყოფენ, როგორც საერთაშორისო საზოგადოებაში მაღალი როლის მქონე პირები, რომლებიც აფრიკის განვითარებას ხელს შეუწყობენ.

ბუკინგემის სასახლის განცხადებით, პრინცი ჰარისა და მეგანის აფრიკაში გამგზავრებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

წყვილმა სამეფო ტრადიცია დაარღვია და ბავშვის დაბადებაზე დეტალებს არ ახმაურებს. მეგანის ორსულობის შესახებ ცნობები პირველად ოქტომბერში გავრცელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამეფო ოჯახის ახალი წევრი გაზაფხულზე დაიბადება.

წყარო: CNN