2008 წლის 11 აგვისტოს განვითარებული რეალური მოვლენების ამსახველი ფილმი. თავგანწირვის და გმირობის სულისშემძვრელი ისტორია. დიტო ცინცაძის ოსკარზე წარდგენილი ისტორიული დრამა.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
ნამდვილი ამბავი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!წარმოგიდგენთ დიტო ცინცაძის ფილმ "შინდისის" თრეილერს.დღეს 11 წელი შესრულდა შინდისის ბრძოლიდან.2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცი.#შინდისი #დიდებაგმირებს #ეროვნულიკინოცენტრიგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო🎬რეჟისორი: @Dimitri Tsintsadze🎥იდეისა და პროექტის ავტორი: Edmond Abashidze-Minashvili🎞პროდიუსერები : Edmond Abashidze-Minashvili , Vladimer Katcharava, Mindia Esadze📽ოპერატორი: Mindia Esadze📑სცენარი: Irakli Solomanashvili🎬მწარმოებელი კომპანიები: 20 Steps Productions, Free Movie Studio Georgian National Film Center განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო