ბრიტანელ მსახიობს შონ ბინს, რომელმაც “სამეფო კარის თამაშებში” ნედ სტარკის როლი შეასრულა, HBO-ს ფენტეზი–შოუ არ უნახავს.
ბინის აღნიშვნით, მას შემდეგ რაც მისი პერსონაჟი პირველივე სეზონში დაიღუპა, სერიალის გაგრძელებით აღარ დაინტერესებულა.
“ე.ი. უინტერფელი მაინც დაეცა? ეს ძალიან კარგია”, – განაცხადა მსახიობმა მას შემდეგ, რაც The Times–ის ჟურნალისტმა მას მოკლედ უამბო სერიალში განვითარებული მოვლენები.