„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” დიტო ცინცაძის ფილმი შანხაის კინოფესტივალის გამარჯვებულია

1777

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინო მოვლენის – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია.

ფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა დიტო ცინცაძის ფილმი “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  

ამავე ფილმში შესრულებული ქალის საუკეთესო როლისთვის კი პრიზი მსახიობ სალომე დემურიას გადაეცა.

“ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი საქართველოს, შვედეთისა და რუსეთის კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა შანხაიში 22 ივნისს შედგა.