ინგლისელი მწერლის ჩარლზ დიკენსის პორტრეტი, რომელიც 130 წლის წინ დაიკარგა, ლონდონში მუზეუმში დაბრუნდება.
ჩარლზ დიკენსის მუზეუმში აცხადებენ, რომ მათ 180 ათასი ფუნტის შეგროვება მოახერხეს, რათა მხატვარ მარგარეტ ჯილისის მინიატურა გამოესყიდათ. ჯილისმა დიკენსი 31 წლის ასაკში დახატა.
“მოხარულები ვართ, რომ პორტრეტი სახლში ბრუნდება და მადლიერები ვართ იმ ფინანსური მხარდაჭერის, რომელიც მივიღეთ”, – განაცხადა მუზეუმის დირექტორმა სინდი საგრუმ.