ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი ბაბუაზე ფილმს გადაიღებს

485

ინგლიესლი მსახიობის, ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი, კარმენ ჩაპლინი ბაბუაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. ინფორმაციას Variety ავრცელებს.

ფილმის სცენარზე ჩაპლინი, ამაია რამირესთან ერთად იმუშავებს. შვილიშვილის განცხადებით ის აპირებს კარგად გადახედოს და შეისწავლოს, ჩარლის ცხოვრების დეტალები.

ფილმის სახელწოდებაა Charlie Chaplin, a Man of the World. გადაღებები კი 2020 წელს დაიწყება.